Monday, 8 July 2013

1.    პროექტის სახელწოდება:  გავუფრთხილდეთ ტყეს!

2.    პროექტის მთავარი იდეა:  ბავშვებმა გააცნობიერონ ის საფრთხეები, რაც ემუქრება ტყეს. გამოიმუშაონ კვლევითი-მათემატიკური უნარები.


3.    პროექტის აქტუალობა: დღეს ჩვენი პლანეტის არსებობა თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, თუ რამდენად აქვს გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა, საკუთარი ვალდებულებები. პროექტის განხორციელების შემდეგ ბავშვები შეიძენენ სწორედ იმ უნარებს, რომლებიც დაეხმარებათ გააცნობიერონ ზემოთაღნიშნული. შეძლებენ დაკვირვებისა და კველვის საფუძველზე გამოიტანონ დასკვნები, კეთებით შეიძინონ ცოდნა.

4.    პროექტის მიზნები: ბავშვებში ბუნების დაცვითი ცნობიერების ამაღლება, კვლევითი-მათემატიკური უნარების გამომუშავება.


5.    მონაწილეთა ასაკი: 8-9 წელი

6.    ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე


7.    მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის განხორციელების შედეგად ბავშვები გააცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას მწვანე საფარისა და ზოგადად საკუთარი პლანეტის მიმართ. შეძლებენ დაამზადონ თემატური კედლის გაზეთები, ჩაატარონ კვლევა სხვადასხვა საკითხებზე, დაახარისხონ მონაცემები.  ამის დაფუძველზე გამოიტანონ დასკვნები, დასახონ მომავალი სამოქმედო გეგმა. დარგონ ხეები სკოლის ეზოში. შეიქმნება სლაიდები, რომლებიც ასახავს პროექტის მიმდინარეობას, ბლოგი, სადაც განთავსება ინფორმაცია.

8.    პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატები, თაბახის ფურცლები, ფერადი ფანქრები, მარკერები, ხის ნერგები, კომპიუტერი, ინტერნეტი, Power-Point, Google.ge blogger.com.


9.    პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
ჯგუფების შექმნა და დავალებების გადანაწილება:
1)      თითოეული ჯგუფი ამზადებს კედლის გაზეთს (ინფორმაციის მოძიება ტყის შესახებ  ინტერნეტის საშუალებით და  ბიბლიოთეკაში) თემებზე:
·         რატომ არის მნიშნელოვანი ადამიანისათვის ტყე.
·         რა საფრთხეები არსებობს ტყის გაუფრთხილებლობის შემთხვევაში.
·         გარემოს რომელი  დამცველი ორგანიზაციები არსებობს.
·         რა კანონები არსებობს ტყის დასაცავად.
·         რა დარღვევები შეიძლება დაფიქსირდეს ტყის მოხმარებისას ადამიანის მიერ.
·         რა შეიძლება გაკეთდეს ტყის გადასარჩენად.
·         რა მევალება მე-მესამეკლასელ მოსწავლეს-ტყის გადასარჩენად.
·         ლიტერატურული ნაწარმოებების მოძებნა ტყის პრობლემის შესახებ (ბიბლიოთეკაში).
2)      კვლევის ორგანიზება მოცემულ თემაზე (ინფორმაციის მოძიება პარალელურ კლასებში იმის საკვლევად თუ როგორ აქვთ გაცნობიერებული მათივე ასაკის ბავშვებს ის პრობლემები, რომელიც დაკავშირებულია ტყესთან). ქვემოთ მოცემულია თითოეული ჯგუფის საკვლევი თემა:
·         I ჯგუფი:  არსებობს თუ არა დღეს მწვანე საფარის გაქრობის საფრთხე?
·         II ჯგუფი: შეგიგროვებიათ თუ არა ოდესმე მაკულატურა?
·         III ჯგუფი: შეგიძლია თუ არა დაეხმარო ტყეს?
·         IV ჯგუფი: რისგან მზადდება ქაღალდი?
·         V ჯგუფი: მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა ხის დარგვაში?
შეხვედრები ინდივიდუალურად ჯგუფებთან, კონსულტაციები (პროექტის მიმდინარეობის განმავლობაში)

კედლის გაზეთების პრეზენტაცია - თითოეული ჯგუფი წარადგენს საკუთარ კედლის გაზეთს, გაზეთები გამოიფინება თვალსაჩინო ადგილას.

კვლევის შედეგების დახარისხება - თითოეული ჯგუფი პარალელურ კლასებში შეგროვებულ მონაცემებს დაითვლის და დაახარისხებს, შექმნის ცხრილებს. ცხრილებზე დაყრდნობით მასწავლებლის დახმარებით ააგებენ დიაგრამებს Power-Point-ში.

მაკულატურის შეგროვება - მაკულატურის შეგროვების მოწოდებით მივმართავთ სკოლის თითოეულ კლასს. შევქმნით ბუკლეტებს, დავარიგებთ კლასებში. პროექტის დასრულების შემდეგ შეგროვებულ მაკულატურას ჩავაბარებთ შესაბამის დაწესებულებას. მიღებულ შემოსავალს დავხარჯავთ სკოლისთვის მიზნობრივად.



დასკვნითი პრეზენტაცია მოწვეულ სტუმართან ერთად - სტუმრად მოვიწვევთ თსუ-ს
პროფესორ, მეცნიერ-თანამშრომელ მარიკა ტარასაშვილს. მოსწავლეები წარადგენენ   შექმნილ ნამუშევრებს.

ხეების დარგვა სკოლის ეზოში

ესეს წერა - პროექტის დასრულების მეორე დღეს გაკვეთილზე ბავშვები შთაბეჭდილებებს გადმოსცემენ ესეს საშუალებით „მე ტყის დამცველი“


პროექტის შეფასება -  მოსწავლეები შეფასდებიან ჯგუფურად წინასწარ შექმნილი რუბრიკის საშუალებით

10.              საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


·         მოსწავლე ეცნობა ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთდამოკიდებულებას, აგროვებს ინფორმაციას, თუ როგორ მოქმედებს გარემო ადამიანის ცხოვრების ნირზე და პირიქით, როგორ იცვლება გარესამყარო ადამიანის ზემოქმედების შედეგად; ეცნობა ბუნებრივი სიმდიდრეების მრავალფეროვნებას, მათი რაციონალურად გამოყენების გზებს და საყოფაცხოვრებო ნარჩენების სწორი უტილიზაციის მეთოდებს.

·         მოსწავლეს უყალიბდება პირადი და ჯგუფური პასუხისმგებლობა და აქტიურად ერთვება ლოკალური გარემოს დაცვის საქმეში.

·         მოსწავლეს  შეუძლია  გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა.

·         მოსწავლეს შეუძლია მოცემულ თემასთან ან გამოსაკვლევ ობიექტთან დაკავშირებით  თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების შეგროვება.  

·         მოსწავლეს შეუძლია დისკრეტულ რაოდენობრივ და თვისობრივ მონაცემებ   მოწესრიგება და წარმოდგენა.

11.  პროექტის ხელმძღვანელი:  ლელა მძელური

12.   ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:  lelmdzeluri@gmail.com

13.  პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:  Lelamdzeluri.blogspot.com






















No comments:

Post a Comment